2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 მილიონ 405 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 მილიონ 766 ათასი ერთეული შეადგინა.
საქსტატის მაჩვენებლებით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 9.2%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 20.1 %- ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 822.2 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2023 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების 35.7% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.3%-ს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 37.2% ქ. თბილისის მცხოვრებია, 15.8% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.1% – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. 2023 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (43.7%) განხორციელდა.
მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 368.7 ათასი ვიზიტი თვეში) და ქ. თბილისში (საშუალოდ 364.3 ათასი ვიზიტი თვეში).
2023 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 366.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 5.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 11.9%-ით და 207.3 ლარს გაუტოლდა.
ნახშირი მსოფლიოში ენერგეტიკისა და მძიმე მრეწველობის სექტორისთვის საწვავის კვლავ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. 2023 წელს მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის 26% სწორედ ქვანახშირზე მოდიოდა,…
წელს, იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 31,5 მლნ დოლარის ღირებულების 5 070 ტონა კარაქი შემოვიდა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული იმპორტის მოცულობას, 5.5%-ით…
მე-11 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, წინა მოწვევის პარლამენტის მსგავსად, პაატა კვიჟინაძე უხელმძღვანელებს. პაატა კვიჟინაძე დეპუტატი იყო ასევე VIII,…